ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატი შესაძლოა 20-დან 28 გუნდამდე გაიზარდოს. ინფორმაციას MLS-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
თავდაპირველად 2020 წლამდე გუნდების რაოდენობის გაზრდა 24-მდე იგეგმება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩემპიონატს ატლანტის, ლოს ანჯელესის, მინესოტას და მაიამის გუნდები დაემატებიან. ეს უკანასკნელი დევიდ ბექჰემს და მის პარტნიორებს ეკუთვნით.
“გვჯერა, რომ ჩვენი გეგმა იმუშავებს და გუნდების რაოდენობას გავზრდით. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შევიმუშავებთ სტრატეგიას, რათა გეგმაზომიერად გაიზარდოს გუნდების რიცხვი 28-მდე.” – განაცხადა ჩემპიონატის კომისიონერმა დონ გარბერმა.
ამჟამად MLS-ში ასპარეზობს 20 გუნდი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში თანაბრად არიან განაწილებულნი.