ფეხბურთი

0:59 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა ჩემპიონებთან წააგო

არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის ერედივიზიონში საშინაო მატჩი წააგო მოქმედ ჩემპიონ პსვ ეინდჰოვენთან – 0:1. ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე გავიდა. ვაკო ყაზაიშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა და ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა ისეთი აქტიურიც არ ყოფილა, როგორც წინა შეხვედრაში. რაც შეეხება გურამ კაშიას, სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მწვრთნელს მინდორზე არ შეუყვანია. “ვიტესი” ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, თუმცა კონკურენტებს ამ ტურში სათამაშო აქვთ.

საფრანგეთში ჯაბა კანკავას “რეიმსმა” შინ 1:1 დაასრულა შეხვედრა “ტრუასთან” და მე-13 პოზიციაზეა. ჯაბამ 75 წუთი ითამაშა. მან პირველ ტაიმში მორიგი გაფრთხილება მიიღო (რაც თითქმის ტრადიციად იქცა), ისე კი, საკმაოდ აქტიური იყო ცენტრში და შეტევებისთვისაც იცლიდა. კანკავამ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, სწორედ მან დაიწყო შეტევა.

0.113947