ფეხბურთი

18:03 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია პსვ-სთან სასტარტოში არ იქნება

გურამ კაშია დღეს, “ვიტესი”-პსვ-ის მატჩში თავიდან სათადარიგოთა სკამზე იქნება. არნემელთა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა ეს განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს და დაამატა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა:

“კაშიას ტრავმა ჰქონდა და წინა ტური გამოტოვა. ახლა ჯანმრთელადაა. ბუნებრივია, რთული გადაწყვეტილება იყო მისი სათადარიგოებში დატოვება იმიტომ, რომ გურამი მართლაც კარგი ფეხბურთელია. უბრალოდ, პსვ-სთან ავარჩიე ეს შემადგენლობა, რომელმაც წინა ტურში “ნაიმეგენთან” მოიგო (1:0 ვაკო ყაზაიშვილის გოლით - ავტ)”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11484