ფეხბურთი

13:47 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: “გალიანი ფეხბურთში ვერ ერკვევა”

იტალიური “მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით გუნდის განვითარებას აფერხებს.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდის აზრით, უმთავრესი პრობლემა მმართველ კადრებშია.

“თუ “მილანს” სურს, რომ კვლავ გახდეს დიდი კლუბი, აუცილებლად უნდა შეადგინოს კარგად გაწერილი გეგმა. საჭიროა კონკრეტული იდეები და ინვესტიციები. კლუბში აუცილებლად უნდა მიიწვიონ ის ადამიანები, რომელთაც ესმით ფეხბურთი. ახლა “მილანში” ასეთების დეფიციტია. გალიანი შესანიშნავი მმართველია, თუმცა, შესაძლოა, ის ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევა. მას სჭირდება მეწყვილე, რომელიც უკეთ შეაფასებს ფეხბურთელთა შესაძლებლობებს და გადაწყვეტს, რომელი მათგანი შეესაბამება გუნდს” - ამბობს მალდინი.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ, “მილანი” 23 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროთასების ზონას 4, ხოლო ლიდერს 8 ქულა აშორებს.

0.114262