ფეხბურთი

12:01 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტო ბუნდესლიგაში აღიარეს

“ლევერკუზენის” თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი გერმანიის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ინფორმაცია ბუნდესლიგის თვითერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ჩიჩარიტომ ნოემბერში სამი მატჩი ჩაატარა, “აინტრახტს” დუბლი შეუსრულა, ხოლო “კიოლნთან” შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში მექსიკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113463