ფეხბურთი

10:43 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი განაცხადშია, “ბაიერნს” პრობლემები აქვს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, შემტევი ფრენკ რიბერი “გლადბახთან” გასამართი მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე ბოლოს ოფიციალურ მატჩში 11 მარტს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე გამოჩნდა. “შახტართან” შეხვედრაში ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, ხოლო 59-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი დატოვა.

“ბაიერნს” ბუნდესლიგის მე-15 ტურში ტრავმის გამო დავიდ ალაბა, არიენ რობენი, დუგლას კოსტა, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი და მარიო გიოტცე დააკლდებიან.

“რეკორდმაისტერების” და “გლადბახის” დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

0.114647