ფეხბურთი

21:23 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” ტურე და აგუერო ვერ დაეხმარებიან

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ “მანჩესტერ სიტის”, მე-15 ტურში სტუმრად “სტოკ სიტისთან” გასამართ მატჩში ნახევარმცველი იაია ტურე და ფორვარდი სერხიო აგუერო ვერ დაეხმარებიან.

Sky Sports-ის ცნობით, 27 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა “საუთჰემპტონთან” შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ აღდგენა ვერ მოასწრო. 32 წლის კოტ დივუარელმა ვარჯიშისას მცირედი დაზიანება მიიღო და მომავალ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, “ქალაქელების” რიგებში კვლავ ვერ ითამაშებენ მცველი ვინსენ კომპანი, პაბლო საბალეტა და ნახევარმცველი სამირ ნასრი. კომპანის არყოფნასთან დაკავშირებით, გუნდის მენეჯერმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა:

“კომპანი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ. ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთ გამოვიყურებით, როდესაც იგი მოედანზეა.”

0.117894