სარანსკის ზოოპარკში ახალდაბადებულ სამ პუმას კატალონიის “ბარსელონას” შემტევების ლიონელ მესის, ლუის სუარესის და ნეიმარის სახელები დაარქვეს. ინფორმაციას welcome2018.com-ი ავრცელებს.
სარანსკის “მორდოვია არენაზე” 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი გაიმართება. გულშემატკივრებს კი ვოლიერებში სუარესის, მესის და ნეიმარის ნახვა შეეძლებათ.