ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ლივერპულს” დორტმუნდის “ბორუსიას” სერბი მცველის ნევენ სუბოტიჩის შეძენა სურს. ამის შესახებ ინგლისური მედია წერს. მოგეხსენებათ, “წითლებს” იურგენ კლოპი წვრთნით, რომლისთვისაც სუბოტიჩი ნაცნობი ფიგურაა. ისინი “ბორუსიაში” 2008-2015 წლებში მუშაობდნენ და სწორედ კლოპმა მიიყვანა “სიგნალ იდუნა პარკზე”.
თუმცა, “დორტმუნდის” გენერალურმა დირექტორმა მიხაელ ცორგმა სუბოტიჩის გასხვისება ამ დროისთვის გამორიცხა:
“ჯერ მხოლოდ სეზონის პირველი ნაწილი მიმდინარეობს და ტრანსფერებზე საუბარი ნაადრევია. თანაც, “დორტმუნდი” უახლოეს მომავალში არ აპირებს ნევენთან განშორებას”, - თქვა ცორგმა.
მიმდინარე სეზონში სუბოტიჩს ტომას ტუხელი იშვიათად ენდობა და ბუნდესლიგაში ერთადერთხელ ითამაშა.