“ვაშინგტონი” – “ლეიკერსის” (104:108) მატჩის შემდეგ დედაქალაქელების ლიდერმა ჯონ უოლმა კობი ბრაიანტის შესახებ მოკლე და ლაკონური კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, კობის შეუძლია კიდევ 5 წელი ითამაშოს” – განაცხადა უოლმა.
ბრაიანტმა “ვაშინგტონს” 31 ქულა ჩაუგდო, რაც მიმდინარე სეზონში “შავი მამბასთვის” სარეკორდო მაჩვენებელია.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ ის ნბა-ში ბოლო სეზონს ატარებს.