ფეხბურთი

15:24 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები (1999) ელიტრაუნდს თბილისში ითამაშებენ
მეტოქეები: ბოსნია, რუსეთი, იტალია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, ანუ 1999 წელს დაბადებულები და უმცროსები, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში რუსეთთან, იტალიასთან და ბოსნიასთან მოხვდა. ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელსაც აზერბაიჯანი უმასპინძლებს 5-21 მაისს.

სასიამოვნოა, რომ ელიტრაუნდის ჩვენი ჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართება, რაც ერთი-ორად ზრდის ჯგუფიდან გასვლის შანსებს. თბილისში მატჩები 15-დან 20 მარტამდე ჩატარდება.

ამ ფორმაციის ნაკრებს გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის. მათ საკვალიფიკაციო ეტაპი უნგრეთში გადალახეს: სლოვაკეთთან 3:4 წააგეს, რუმინეთს 3:0 სძლიეს და უნგრეთთან 2:2 დაასრულეს. ბოლო ტურში უნგრელებს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუთანაბრეს, თორემ ვერ გადიოდნენ.

0.11672