საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, ანუ 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი, 2016/2017 წლების საკვალიფიკაციო ეტაპზე მერვე ჯგუფში მოხვდა: ქართველთა მეტოქეები ბულგარეთი, ფინეთი და შვედეთი იქნებიან. ჯგუფიდან ორი გუნდი გავა ელიტრაუნდზე. თამაშები ფინეთში გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე.
2000 წელს დაბადებულთა ნაკრებს ოთარ კორღალიძე წვრთნიდა. გუნდი ორი წლის განმავლობაში ხანდახან იკრიბებოდა და ამხანაგურ მატჩებს ატარებდა. ჯერჯერობით უცნობია, იანვრიდან ვინ უხელმძღვანელებს ამ ნაკრებს – მწვრთნელის ვინაობა, სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა.
2016/17 წლების 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობისგან გათავისუფლებულია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რადგან ამ გათამაშების ფინალური ეტაპი 2017 წელს საქართველოში გაიმართება და მასპინძელი გუნდი ავტომატურად მოხვდება ფინალური ეტაპის მონაწილეთა შორის.