ჭადრაკი

0:33 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუთეულის ვინაობა გაირკვა

დასრულდა საქართველოს 74-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგა ვაჟთა შორის, რომელიც შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდებოდა, შეჯიბრში მონაწილეობა კი 44-მა მოჭადრაკემ მიიღო.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად 1-5 ადგილზე გასული მონაწილეები უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იღებდნენ, ამდენად, ბრძოლა ბოლო ტურამდე დაძაბული გამოდგა.

საბოლოოდ, საუკეთესო შედეგი 7-7 ქულა ირაკლი ბერაძეს (2422) და გიგა ყუფარაძეს (2446) აღმოაჩნდათ, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ჩემპიონობა პირველს ერგო.

დასკვნით ტურში ბერაძე შავი ფიგურებით საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თორნიკე სანიკიძეს (2520) დაუზავდა, რომელსაც ტურნირზე საუკეთესო რეიტინგი გააჩნდა.

შედეგად, სანიკიძემ 6.5 ქულა მოაგროვა და მოწინავე ხუთეულში მოხვდა, ისევე, როგორც – ბაჩანა მორჩიაშვილი (2326) და გიორგი სიბაშვილი (2379). მათ უკანასკნელ ტურში გამართული პარტია ფრედ დაასრულეს.

0.141274