რაგბი

22:44 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შემადგენლობები დუბაის შვიდკაცასთვის

ცნობილი გახდა ის შემადგენლობები, რომლითაც საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა სარაგბო ნაკრებები არაბეთის გაერთიანებული ემირატებში დაგეგმილ პრესტიჟულ 7-კაცა ტურნირში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული დუბაის 7-კაცა 3-5 დეკემბერს ჩატარდება. ეს შეჯიბრი მსოფლიო სერიის პირველ ეტაპს წარმოადგენს და მის პარალელურად, სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობებიც ეწყობა.

ამ ტურნირებში ჩვენი ვაჟები “საერთაშორისო წვეულში” (International Invitational), ხოლო ქალები “ღია საერთაშორისოში” (International Open) ითამაშებენ.

ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, 2016 წლის სეზონისთვის მოსამზადებლად, ტურნირი იდეალური საშუალებაა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, 7-ქალა დუბაიში დღეს გაემგზავრა, 7-კაცა კი საამიროებისკენ ხვალ გაემართება.

7-კაცა

მატჩების განრიგი >>>

რაზმი: 1 იოსებ კიკვაძე (აია), 2 ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3 ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), 4 გიორგი ფრუიძე (აია), 5 ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), 6 დავით ლოსაბერიძე (აია), 7 ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), 8 რეზი ჯინჭველაშვილი (აია), 9 გიორგი აფციაური (არმია), 10 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 11 ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), 12 გიორგი შკინინი (ლოკომოტივი).

სამწვრთნელო შტაბი (დუბაის 7-კაცაზე): პალიკო ჯიმშელაძე – მწვრთნელი, ალექსანდრე ნიჟარაძე – მენეჯერი, ივა ერგემლიძე – ფიზ-მომზადების მწვრთნელი, ვახტანგ წიკლაური – ექიმი, სანდრო ჭეიშვილი – ვიდეო-ანალიტიკოსი.

7-ქალა

მატჩების განრიგი >>>

რაზმი: 1 ქრისტინე გვაზავა, 2 შორენა გამსახურდია, 3 ანა პოღოსიანი, 4 ნინო ელოშვილი, 5 სალომე საღარაძე, 6 სალომე მაკასარაშვილი, 7 ნათია გავაშელიშვილი, 8 ნინო ბუხუდაროვა, 9 ნიკა გალუზინსკაია, 10 თინათინ პაპუაშვილი, 11 ქეთევან მოდებაძე, 12 თინათინ სიხარულიძე.

სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე – ფიზ მომზადება, ია ხურცილავა – მენეჯერი, ილია ლათიბაშვილი – ექიმი.

ტურნირის ვებ-გვერდი >>> Emirates Airlines Sevens

სოც მედია>>> Facebook Twitter Instagram

0.122963