სხვა

21:02 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამინისტროში სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს სხდომა გაიმართა

2 დეკემბერს, სამინისტროში "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ, მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე) და საბჭოს წევრები – მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ჩაკვეტაძე და სამინისტროს, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი. სხომაზე 50-მდე ფედერაციის დაფინანსების და აღიარების საკითხი განიხილეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გადადის სპორტულ ორგანიზაციებთან (ასოციაცია, ფედერაცია, კავშირი, კომიტეტი) თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, რაც ითვალისწინებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე მათი აღიარებისა და დაფინანსების საკითხების განხილვას.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო".

საბჭოს წარმომადგენლობითია და მასში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას იღებენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეროვნული ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების ხუთი ძირითადი კრიტერიუმია – 1. პრიორიტეტული სპორტის სახეობა; 2. პოპულარობა, ტრადიციები; 3. წარმატება, წარმატების პერსპექტივა; 4. კარგი მმართველობა; 5. მასობრიობა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.11672