ჩოგბურთი

17:52 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, ვინც სეზონი მესამე ადგილზე დაამთავრა

ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 34 წლის როჯერ ფედერერი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, ვინც სეზონის მესამე ადგილზე დასრულება შეძლო.

როჯერმა მეთოთხმეტედ მოახერხა 10 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის სეზონის დასრულება, ამ მაჩვენებელში შვეიცარიელს მხოლოდ ჯიმი კონორსი და ანდე აგასი უსწრებენ, რომლებმაც საუკეთესო ათეულში სეზონი 16-ჯერ დაასრულეს.

საუკეთესო ათეულში 5 ჩოგბურთელია, რომელმაც 30 წელს გადააბიჯეს, ესენი არიან: როჯერ ფედერერი, დავიდ ფერერი, ჟო-ვილფრედ ცონგა, სტანისლას ვავრინკა და ტომაშ ბერდიხი. ასეთი შემთხვევა ბოლოს ATP-ის რეიტინგში 1974 წელს მოხდა.

0.118747