არნემის “ვიტესის” ქართველი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიის ერედივიზიონის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ არნემელთა გუნდის ვებგვერდი იუწყება. გარდა ამისა, ვაკო XIV ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
შეგახსენებთ, ერედივიზიონის ბოლო ტურში, “ნაიმეგენთან” დერბი “ვიტესმა” სწორედ ყაზაიშვილის მიერ 49-ე წუთზე გატანილი ლამაზი გოლით მოიგო (VIDEO). ჯამში კი, მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს 13 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.