მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი “ეიბართან” მოგებული (2:0) შეხვედრის ბოლოს დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. 23 წლის მოთამაშეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარცხენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული. აღდგენით პროცესს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
კარვახალი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაშავდა და წინა შემთხვევაშიც ერთ თვემდე იუქმა. მან 2015/2016 წლების სეზონში 11 მატჩშის ჩატარება მოასწრო და თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
“რეალს” კი დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. კარვახალის გარდა, ლაზარეთში რაფაელ ვარანი და სერხიო რამოსი იმყოფებიან. ამჟამად, რაფაელ ბენიტესის განკარგულებაში მხოლოდ 4 ჯანმრთელი უკანახაზელია: პეპე, ნაჩო ფერნანდესი, ალვარო არბელოა და დანილო.