ფეხბურთი

21:15 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგოს რამდენიმე თვე გაუცდება

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი ტიაგო მენდეში ტრავმის გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს – იუწყება “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდი.


ვეტერანი ფეხბურთელი “ესპანიოლთან” მოგებული (1:0) შეხვედრის პირველ ნახევარში, მარკოს ასენსიოსთან ორთაბრძოლისას დაშავდა და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა. პორტუგალიელს ფეხის მოტეხილობა დაუდგინდა და გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მენდეშის სარეაბილიტაციო პროცესი დაახლოებით 3-4 თვეს გასტანს.


34 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩის ჩატარება მოასწრო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.13007