ფეხბურთი

20:39 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” დროებით ფილ ნევილი უხელმძღვანელებს

ესპანურ “ვალენსიას” ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე ფილ ნევილი გაწვრთნის, რომელიც ნუნუ ესპირიტო სანტოს ასისტენტი გახლდათ. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი პორტალი Football Espana ავრცელებს.


ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი და სალვადორ გონსალეს ვორო, რომელიც ასევე ნუნუს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, დღეს კლუბის ვარჯიშს ხელმძღვანელობდნენ და ესპანეთის თასის 1/16 ფინალური მატჩისთვის ამზადებდნენ ფეხბურთელებს, რომელშიც კლუბი ქვედალიგელ “ბარაკლადოს” დაუპირისპირდება.


შეგახსენებთ, რომ ნუნუ ესპირიტო სანტო “სევილიასთან” წაგებული (0:1) მატჩის შემდგომ გადადგა თანამდებობიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108934