ფეხბურთი

15:21 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: “ეს საუკეთესო კვირაა ჩემს ცხოვრებაში”
სეზონში მესამე სიმბოლური

ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში მესამედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში – ეს algemein dagblad-ის ვერსიით. როგორც იცით, ქართველმა შემტევმა “ვიტესი”-“ნაიმეგენის” შეხვედრაში მშვენიერი გოლი გაიტანა და არნემელებმა 1:0 მოიგეს (VIDEO).

ყაზაიშვილი გუშინ, თამაშის დასრულების შემდეგ თბილისში გამოფრინდა, რათა თავისი ახალშობილი ქალიშვილი ენახა. ემილია რამდენიმე დღის წინ დაიბადა.

“სამი დღის წინ მამა გავხდი. გოგონას ემილია დავარქვით. ბედნიერი ვარ, ეს საუკეთესო კვირაა ჩემს ცხოვრებაში. თამაშს რაც შეეხება, დერბი იყო და გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ და ასი პროცენტით დავიმსახურეთ გამარჯვება. კარგია, რომ მეხუთე ადგილზე დავბრუნდით” – განაცხადა ვაკომ.

22 წლის ყაზაიშვილს მინდინარე ერედივიზიონში 5 გოლი მოუგროვდა და “ვიტესში” საუკეთესო მეგოლეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134243