ჰოლანდიის ერედივიზიონში “ვიტესმა” “ნაიმეგენს” 1:0 მოუგო და ეს ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. 49-ე წუთზე ქართველი შემტევი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით გაიტანა (იხილეთ გოლი). ვაკომ ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ეს ვაკოს მეხუთე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში და გუნდში საუკეთესო ბომბარდირია.
“ვიტესი”-“ნაიმეგენი” დერბია და ამ გამარჯვებამ ორმაგად გაახარა არნემელები. “ვიტესი” მეხუთე ადგილზეა. და რაც შეეხება გურამ კაშიას, მასზე გუშინ ვწერდით, რომ “ნაიმეგენთან” ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა – ბოლომდე მზად არ იყო და მომდევნო ტურში შესძლებს თამაშს.