ფეხბურთი

12:35 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდული პსჟ: ზამთრის ჩემპიონობა 4 ტურით ადრე

“პარი სენ ჟერმენი” საფრანგეთის ზამთრის ჩემპიონია. პარიზულმა გუნდმა ლიგა 1-ის XV ტურში შინ “ტრუა” 4:1 გაანადგურა, რითაც 41 ქულა დააგროვა და პირველი წრის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. მეორე ადგილზე 26 ქულით “ანჟერია”, ხოლო “კაენს” 25 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ რომც მოიგო, ლორან ბლანის გუნდს მაინც ვერ დაეწევა.

სხვათა შორის, პსჟ-მ ჩემპიონატის 15 მატჩიდან 13 მოიგო და ორჯერ ფრედ ითამაშა. ხოლო გუშინდელი შეხვედრა მიჯრით მეცხრე გამოდგა, რომელშიც პარიზელებმა სამი ქულა მოიპოვეს.

თეგებიპსჟ
0.115348