შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიგა 1-ში პსჟ-ს ბომბარდირს მუსტაფა დალებს გაუთანაბრდა. ამჟამად ალჟირელს და შვედს საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-ს მაისურით 85-85 გოლი აქვთ გატანილი.
პარიზელებმა ლიგა 1-ის მე-15 ტურში “ტრუა” 4:1 დაამარცხეს, 58-ე წუთზე კი იბრაჰიმოვიჩმა ანგარიში 2:0 გახადა.
ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი კი დელიო ონისია, რომელსაც 299 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელი ფეხბურთელი წლების განმავლობაში “რეიმსის”, “მონაკოს”, “ტურის” და “ტულონის” ღირსებას იცავდა.
2015 წლის ოქტომბერში ზლატანი გახდა პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, საკლუბო ტურნირებზე გატანილი გოლების მიხედვით და მან პორტუგალიელი პაულეტას შედეგი (109) გააუმჯობესა. ამჟამად იბრაჰიმოვიჩს ფრანგული გრანდის მაისურით 117 გატანილი გოლი აქვს დაგროვებული.