ფეხბურთი

10:19 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა “რენთან” გააძევეს

საფრანგეთის ჩემპიონატში ჯაბა კანკავას “რეიმსმა” “რენთან” 2:2 ითამაშა. კანკავა სასტარტოში იყო, მაგრამ 64-ე წუთზე მოუწია მინდვრიდან გასვლა – მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო.

ჯაბამ პირველი გაფრთხილება მსაჯთან ზედმეტი ლაპარაკისთვის, მეორე კი უხეშობისთვის მიიღო. ეს კანკავას პირველი გაძევებაა საფრანგეთის ჩემპიონატში.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ბრძოლასა და ჟინს ვერავინ დაუწუნებს, მაგრამ ძალიან ხშირად იღებს ყვითელ ბარათს და აი, ამჯერად კი ეს გაძევებად დაუჯდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11386