ფეხბურთი

17:06 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” “ჩიხურას” 4:0 სძლია

ბოლნისის “სიონმა” მეცამეტე ტურის შეხვედრაში 4:0 დაამარცხა საჩხერის “ჩიხურა”. ვარლამ კილასონიას გუნდი მართლაც კარგ სეზონს ატარებს და მეორე ადგილზეა: ერთი ქულით უსწრებს “დილას”, რომელიც ხვალ ითამაშებს “საბურთალოსთან”.

“სიონმა” 70-ე წუთიდან გაილაღა და შვიდწუთიან მონაკვეთში გაიტანა სამი გოლი: ვილი ისიანმა დაიწყო, ვარლამ კილასონიამ გააგრძელა და ლუკა რაზმაძემ დაასრულა. ბოლო გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა: 19 წლის ოთარ კობახიძემ უმაღლეს ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი მიითვალა.

“სიონი” (ბოლნისი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 ისიანი (70), 2:0 ვარლამ კილასონია (75), 3:0 რაზმაძე (77), 4:0 ოთარ კობახიძე (90+3)

0.121594