ჭიდაობა

1:36 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

2-2 ოქრო და ბრინჯაო ბაქოდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ბაქოში გამართულ ოქროს გრან-პრის ფინალური გათამაშებაში, რომელზეც 4 მედალი მოიპოვა.

ყველაზე პრესტიჟული წონითი კატეგორიების გამარჯვებულები ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები ოთარ გოგავამ (57) და სანდრო ამინაშვილმა მოიპოვეს (86). გუნდს არჩილ ქიტიაშვილი და ალეკო კახნიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ოდიკაძემ (97) პირველ შეხვედრაში იაპონელი იუჯი ფუკუი 2 წუთში სუფთად დაამარცხა 10:0, ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონ უკრაინელ პავლო ოლინიკს სძლია 2:1, ფინალში კი აზერბაიჯანელების ოლიმპიური ჩემპიონი შარიფ შარიფოვი დაამარცხა 4:2.

გენო პეტრიაშვილს ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია გრან-პრიზე, ამერიკელი დომ ბრედლი 4:3 დაამარცხა, ნახევარფინალში ჯერ ყირგიზი აიალინ ლაზარევი არ გამოუცხადდა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუგო ლას ვეგასში, ფინალში კი მასპინძელი ჯამალუდინ მაგომედოვი არ გამოვიდა ქართველთან საჭიდაოდ. მიზეზად ტრამვა დასახელდა. ამრიგად გენო პირველად გახდა ბაქოს პრესტიჟული გრან-პრის გამარჯვებული.

www.wrestling.ge

0.125243