ფეხბურთი

16:01 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციას უკრძალავენ

მადრიდის “რეალს” ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის უფლება არ ექნება. როგორც El Mundo Deportivo იტყობინება, ფიფას სადისციპლინო კომიტეტს “სამეფო კლუბისთვის” აღნიშნული სასჯელის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.

“რეალის” დასჯის მიზეზი არასრულწლოვან ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესის დარღვევაა. მსგავს ქმედებაზე მადრიდელებს გაფრთხილება მიღებული უკვე ჰქონდათ, როცა 12 წლის ორი ვენესუელელი ფეხბურთელი დაიმატეს.

წყაროს ინფორმაციით, “რეალი” ახალი მოთამაშეებით შემადგენლობის გაძლიერებას სავარაუდოდ 2016 წლის ზაფხულის და 2017 ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვერ შეძლებს.

იგივე მიზეზითაა დასჯილი “ბარსელონა”, რომელსაც ახალწვეულთა რეგისტრაცია 2016 წლის იანვრამდე არ შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111872