ფეხბურთი

10:46 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა და ქართველები: კვირკველიამ მოიგო, ქეცბაიამ წააგო

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური სოლომონ კვირკველიას “რუბინისთვის” წარმატებული გამოდგა. “რუბინმა” შინ 2:0 მოუგო შვეიცარიის “სიონს” და ქართველმა მცველმაც კარგად ჩაატარა ეს შეხვედრა: საიმედოდ ითამაშა. კვირკველია შეუცვლელად გაისარჯა.

“რუბინს” ჯერ კიდევ დარჩა ჯგუფიდან გასვლის შანსი. მესამეზეა და 5 ქულა აქვს. ბოლო ტურში გაირკვევა ყველაფერი, როცა კვირკველიას გუნდი “ბორდოს” შეხვდება.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა კი გასვლის შანსი დაკარგა. კვიპროსელებმა “შალკესთან” სტუმრად 0:1 წააგეს და ბოლო ადგილზე არიან – ერთი მოგება, ოთხი წაგება. ისე, “შალკე” დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ქეცბაიას გუნდს ბოლო წუთებზე გაუტანა.

0.064588