ფეხბურთი

16:05 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ ინდივიდუალურად დაიწყო

ჯანო ანანიძემ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო. როგორც იცით, მას ნოემბრის დასაწყისში ოპერაცია გაუკეთეს კოჭ-წვივის სახსარზე. ეს ოპერაცია ფინეთში ჩატარდა. ქართველი ნახევარმცველი გუნდს ჯერ ვერ შეუერთდება და წლეულს რომ ვერ ითამაშებს, ეს ცხადია.

ისე, ზამთარში ჯანოს ირგვლივ ახალ ამბებს უნდა ველოდოთ: სავარაუდოდ, "სპარტაკი" მას გაყიდის, ან გაანათხოვრებს.

ანანიძემ ნაკრების ბოლო 5 მატჩიც გამოტოვა ტრავმის გამო. ბოლოს შოტლანდიასთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა.

0.118368