ფეხბურთი

14:35 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალი ვარჯიშს შეუდგა

“საბურთალოს” შემტევმა ჯაბა დვალმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ თბილისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

გამოცდილი ფეხბურთელი შესაძლოა “დილასთან” გასამართ შეხვედრაში 18-კაციან განაცხადშიც მოხვდეს. მატჩი “ბენდელაზე” 29 ნოემბერს 14:00 დაიწყება.

დვალი “საბურთალოს” “დაჩიადან” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. მან “შუქურასთან” გამართულ შეხვედრაში ფეხი მოიტეხა და 4 ოქტომბრის შემდეგ მკურნალობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121233