საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ “სან ანტონიოსთან” გამართულ შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ზაზამ პარკეტი 0 მოხსნით დატოვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში “დალასი” სტუმრად “სან ანტონიოსთან” ანგარიშით 83:88 დამარცხდა და ზედიზედ მესამე წაგება დაუგროვდა.
ფაჩულიამ პარკეტზე 20:47 წუთი გაატარა და 4 ქულა ჩააგდო და 4-ჯერ დაჯარიმდა. მიმდინარე სეზონში ზაზამ 9 ორმაგი დუბლი მიითვალა და ბოლო მატჩი ფაქტობრივად ჩაუვარდა.
მომდევნო მატჩს “მავერიკსი” 29 ნოემბერს შინ “დენვერთან” გამართავს.