ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ იაპონურ ტოიოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) პირველი წრე დასძლია.
შაფათავა მე-5 ნომრად განთესილ ბელგიელ ელის მერტენსს გაეჯიბრა და 7:5, 6:3 სძლია. მერვედფინალში სოფოს მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე იაპონელი იუუკი ტანაკა იქნება.