ფეხბურთი

22:01 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი ტრავმის გამო ვერ თამაშობს

ლადო დვალიშვილის ტრავმა აქვს და ამიტომაც ვერ ითამაშა პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, როცა “პოგონმა’ შინ 0:2 წააგო “ლეხთან”. ლადოს გუნდი მეექვსე ადგილზეა.
ერთი კვირაა, რაც დვალიშვილს არ უვარჯიშია. მას სამიოდე კვირის წინაც ჰქონდა ტრავმა, გამოჯანმრთელდა და ისევ დაშავდა. ლადომ “პოგონში” 8 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია – იგულისხმება უშუალოდ ჩემპიონატში გამართული თამაშები.
როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძეს დვალიშვილის გამოძახება ნოემბრის შეხვედრებში სურდა, თუმცა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. დვალიშვილს ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

0.113394