ფეხბურთი

19:28 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ “დინამო” დასაჯა

უკრაინის ჩემპიონი კიევის “დინამო” უეფამ დასაჯა. 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” მატჩისას უკრაინელი ქომაგების რასისტული ქმედებების გამო “დინამოს” ევროტურნირებზე მომდევნო ორი საშინაო მატჩის გამართვა გულშემატკივრების გარეშე მოუწევს. ამასთან, კიევური კლუბი 100 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

“დინამო” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს დეკემბერში თელ-ავივის “მაკაბისთან” გამართავს და მოგების შემთხვევაში მერვედფინალშიც გავა, თუმცა როგორც ჩანს, ამის გაკეთება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120748