ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა დირკ ნოვიცკიმ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში 1600-ე სამქულიანი ჩააგდო. აღნიშნულის გაკეთება ნოვიცკიმ “მემფისთან” (110:96) წაგებულ შეხვედრაში მოახერხა. ამ მატჩამდე გერმანელს 1599 სამქულიანი ჰქონდა. “დათვებთან” კი პერიმეტრიდან 2-ჯერ ზუსტად გაისროლა და ნბა-ს ისტორიაში მე-17 კალათბურთელი გახდა, ვინც 1600-ზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული.
ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი, 2973 სამქულიანი რეი ალენს აქვს ზუსტად ნატყორცნი.