ჩოგბურთი

23:30 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა იაპონურ ტურნირში ჩაება

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ იაპონურ ტოიოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და წყვილთა პირველობაზე მარცხი განიცადა.

შაფათავას და რუსი კსენია ლიკინას მე-4 ნომრად განთესილმა დუეტმა ბელგიურ-ინდურ წყვილთან (ელის მერტენსი-ანკიტა რაინა) 2:6, 4:6 წააგო.

ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში შაფათავა ხსენებულ მერტენსს გაეჯიბრება, რომელსაც მე-5 რეიტინგი გააჩნია.

თუკი სოფომ წარმატებას მიაღწია, მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე იაპონელ იუუკი ტანაკას გაეჯიბრება.

0.11544