საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ,,ოლიმპის’’ უკანახაზელი ნუგზარ აბულაძე (14.06.95, 182სმ) ხანგრძლივი იძულებითი უქმობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’ ,,ოლიმპის’’ მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ აბულაძეს მყესები ჯერ კიდევ 2015-2016 წლების სეზონის წინ დაეჭიმა და ამის გამო, 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში ჯერაც არ უთამაშია.