იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა. როგორც ინტერნეტპორტალი empolichannel.it-ი იტყობინება, 25 წლის ქართველი თავის გუნდს სერია A-ს დამდეგ ტურში “ნაპოლისთან” ვერ დაეხმარება. მეტიც, ტოსკანური გუნდის სამედიცინო შტაბი შიშობს, რომ ლევანს მარცხენა ფეხის ტრავმის გამო კიდევ 20 დღე გაუცდება.
არადა, მჭედლიძე ორ თვეზე მეტია უქმობს და მის მწვანე მოედანზე დაბრუნებას აქამდეც არაერთხელ პროგნოზირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამაოდ...