ჩოგბურთი

0:37 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მორიგ იაპონურ ტურნირში ითამაშებს

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იაპონიაში რჩება და დედაქალაქ ტოკიოდან აიჩის პრეფექტურაში, კერძოდ კი, ტოიოტაში გადაინაცვლა. ის ძალებს მორიგ საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 75 ათასი დოლარია.

შაფათავა პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის რაუნდში მე-5 ნომრად განთესილ ბელგიელ ელის მერტენსს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში შაფათავას და რუს კსენია ლიკინას მე-4 განთესვა გააჩნიათ და მერვედფინალში იმავე მერტენსს და ინდოელ ანკიტა რაინას გაეჯიბრებიან.

ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში შაფათავა 24 ადგილით დაწინაურდა და 230 ქულით 216-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

სოფოს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი გასული წლის სექტემბერში ჰქონდა, როდესაც ის მსოფლიოს 186-ე ჩოგანი გახლდათ.

0.128972