ფეხბურთი

20:04 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძე უკრაინულ სიმბოლურში

დავით თარგამაძე უკრაინული პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს www.football.ua-ს ვერსიით. “ოლექსანდრიას” გარემარბმა ზაპოროჟიეს ”მეტალურგთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში 70 წუთი ითამაშა და ყველაზე აქტიური იყო მინდორზე. მან 4 ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს.

26 წლის თარგამაძე ამ სეზონში პირველად მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. კარგია, რომ ეს ფეხბურთელი ფორმაში მალე შევიდა. ის სექტემბერში დაბრუნდა “ოლექსანდრიაში”, მანამდე კი ერთი წლის განმავლობაში უთამაშებელი გახლდათ.

0.119181