ლევან ყენიამ პრაღის “სლავიაში” ვარჯიში განაახლა. ის სრული დატვირთვით ემზადება და ჩეხეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, ალბათ, ითამაშებს. ყენიას ხელი ჰქონდა დაზიანებული და თაბაშირიც დასჭირდა.
ლევანმა სანაკრებო მატჩები გამოტოვა: გამოძახებული იყო, მაგრამ ტრავმის გამო ესტონეთთან და ალბანეთთან თამაშებში ნაკრებს ვერ შეუერთდა. მას ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებიც გაუცდა.