დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტური ლიგის სტარტზე ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და ვესთ ქოუსთის დივიზიონის ქვედა ნაწილში იმყოფება.
სან დიეგოელები კალიფორნიულ “ფულერტონს” გაეჯიბრნენ და 55:67 წააგეს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 16 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
დუდამ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ტორეროსს” მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს ლოიოლას უნივერსიტეტის გუნდთან ელის.