წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე როჯერმა ჯოკოვიჩს ორ სეტში მოუგო, დღეს კი ამავე ტურნირის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რევანში აიღო და როჯერ ფედერერი საათსა და 22 წუთში 6:3, 6:4 დაამარცხა.
ნოლემ წლის მშემაჯამებელი ტურნირი მეხუთედ (2008, 2012, 2013, 2014, 2015) მოიგო, ხოლო კარიერაში ბალკანელისთვის 59-ე ტიტული გახლდათ.
ფედერერმა 6 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯოკოვიჩს 5 ეისი ჰქონდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. სერბმა მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა, შვეიცარიელმა - 31.
ფედერერსა და ჯოკოვიჩს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 22:22 გახდა.