ვთბ-ლიგის მონაწილე ქართულმა კლუბმა “ვითამ” მორიგი მატჩი სანკტ-პეტერბურგში ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ “ზენიტთან” ჩაატარა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ უიმედოდ დამარცხდა – 50:101.
თბილისურ კლუბს განაცხადში მხოლოდ 9 კალათბურთელი ჰყავდა, რომელთაგან ლეგიონერი ორიღაა – ამერიკელი პიერია ჰენრი და უკრაინელი კონსტანტინ ანიკეენკო.
სტუმართა რიგებში ყველაზე მეტად სწორედ ჰენრი გამოირჩა 15 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით. 13 ქულა იყო ირაკლი ჩლაიძის აქტივში.
“ვითა” 9 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრა კი 29 ნოემბერს, თბილისში, ლატვიური ვეფ-ის წინააღმდეგ ელის.