ფეხბურთი

14:41 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ს აღმასკომმა ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ვიცე-პრეზიდენტები თბილისის “დინამოს” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა და “საბურთალოს” პრეზიდენტი კახაბერ ჭუმბურიძე იქნებიან.

სფფ-ს პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის აღნიშნულ კანდიდატურებს აღმასკომის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ვიცე-პრეზიდენტები უფლებამოვალეობას 4 წლის განმავლობაში შეასრულებენ.

ჯღარკავამ და ჭუმბურიძემ ახალი სტატუსის გამო საკუთარ კლუბებში თანამდებობები დატოვეს.

0.119869