ვიქტორ სანიკიძის “რონესანს ტედ კოლეჯლილერს” თურქეთის ჩემპიონატის მე-7 ტურამდე ერთადერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, შაბათს კი, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს “ბანვითს” დრამატულ მატჩში 101:99 სძლია.
საინტერესოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებს 2 ოვერტაიმის თამაში დასჭირდათ, მატჩის გმირი კი მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი ლუკას კალინი გახდა, რომელმაც თითქმის შეუცვლელად ითამაშა და 47:24 წუთში 40 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება სანიკიძეს, ის შეხვედრის განაცხადში გახლდათ, თუმცა, მოედანზე არ გამოჩენილა.
ანკარელებმა მე-2 გამარჯვების წყალობით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-9 ადგილზე გადაინაცვლეს.
“რონესანს ტედ კოლეჯლილერი” მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს სტუმრად “ბუიუკჩეკმეჩესთან” ჩაატარებს, მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკას” კი უახლოესი მატჩი 23 ნოემბერს, შინ, სტამბოლის “გალათასარაისთან” ელის.