კალათბურთი

22:59 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმი“ სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტური ბათუმში სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ადგილობრივი ,,ბათუმისა“ და ,,ქუთაისი-2010“-ს შეხვედრით გაიხსნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 66:62 მოიგეს და 6 შეხვედრიდან ზედიზედ 5 მოგების შემდეგ ისევ ლიდერთა შორისაა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა. იგი ,,ბათუმმა“ 7 ქულის სხვაობით 18:11 მოიგო. სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიშის სხვაობა ისევ 7 ქულა იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. ბოლო მეოთხედში ,,ქუთაისი 2010“-მა მთელი ძალით გაიბრძოლა, მაგრამ დამარცხებას მაინც ვერ გადაურჩა და საბოლოოდ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა ..ბათუმის“ უკრაინელმა ლეგიონერმა მძიმე ფორვარდმა იგორ კრივცოვმა დააგროვა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. კრივცოვს ერთი ქულით ჩამორჩა ,,ქუთაისი 2010“-ს ფორვარდი გიგი ბარბაქაძე. იგი თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ბარბაქაძის თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი ერთადერთი კალათბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც 10 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

,,ბათუმი“ - ,,ქუთაისი2010“ 66:62 (18:11, 16:16, 17:17, 15:18)

0.134298