საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ჯეიკობ პულენის “ცედევიტამ” ევროლიგის მეექვსე ტურის მატჩი შინ “ოლიმპიაკოსთან” 70:83 წააგო.
მასპინძელთა რიგებში პულენი 13 ქულით, 2 პასით და ერთი ჩაჭრით საუკეთესო გახლდათ. ჯეიკობმა 5-დან 1 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “ოლიმპიაკოსში” 19 ქულით ჰანთერი გამოირჩა.
“ცედევიტა” ჯგუფში 3 მოგებით და ამდენივე წაგებით მესამე ადგილზე იმყოფება.