ფეხბურთი

13:29 | 20.11.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ფიფა გამჭირვალობას მოითხოვს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (FIFA) ეროვნული ასოციაციებისთვის წლიური ფინანსური საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას სავალდებულოს გახდის.

ასეთი მეთოდით ფიფას სურს მისი წევრი ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა გამჭირვალე და ხელმისაწვდომი გახადოს.

საფეხბურთო ასოციაციების ფინანსური საქმიანობის გამჭირვალობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური Transparency International -ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ გახდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფიფას სულ მცირე 2 მილიარდი დოლარი აქვს გადანაწილებული ეროვნულ ასოციაციებზე და მათი 81 პროცენტი ფინანსურ მაჩვენებლებზე არაფერს იტყობინება.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ასოციაციების ფინანსური საქმიანობისა და მართვის საკითხებს 2-3 დეკემბერს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:27 | 22.03.2019
saqme (2310)

რომელ საათზე იქნებაა?იქნება თუარა ტელევიზიით?არუნდა დაწეროოთ?

16:17 | 22.03.2019
Shevche (15054)

საღამოს 7 საათზე. ფედერაციის youtube არხზე იქნება სტრიმი

22:59 | 21.03.2019
araza-1918 (6330)

ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება

0.065046